Thumbnail

20 წლის ქართველი თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას ინგლისურ ლიდსში შესაძლო გადასვლაზე სულ უფრო ბევრი იწერება. Leeds-live.co.uk-ის ცნობით, პრემიერლიგის კლუბი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავს და ერთ-ერთი პირველი, ვის გადაბირებაზეც იმუშავებს, ქართველი გარემარბია.

“თუკი ლიდს იუნაიტედის დირექტორის ვიკტორ ორტას განცხადებებით ვიხელმძღვანელებთ, გუნდში სერიოზულ სიახლეებს უნდა ველოდეთ. მისი თქმით, მარსელო ბიელსა ახალი ფეხბურთელებს უკვე 1 ივლისს ელის, რათა მათ სეზონისთვის კარგად მომზადება მოასწრონ. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის ლიდსის ფეხბურთელი უნდა იყოს ხვიჩა კვარაცხელია, რომლის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. რუბინის ფეხბურთელის სავარაუდო ფასი 20 მილიონი გირვანქაა”.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ რუსული პრემიერლიგის გასულ სეზონში 4 გოლი და 8 საგოლე პასი (მოპოვებული პენალტების ჩათვლით) მიითვალა. ცნობილი პორტალი TRANSFERMARKT მას უკვე 18 მილიონ ევროდ აფასებს. კვარაცხელია ეროვნული ნაკრების რიგებში ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ემზადებოდა, მაგრამ ტრავმის გამო შეკრება დატოვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები