Thumbnail

ახალი მოდრიჩი რეალში? მადრიდელები 10 მილიონს იხდიან, ბარსაც საქმეშია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ივან შარანიჩი ზაგრების დინამოს ახალგაზრდული გუნდის ლიდერია
  • მადრიდის რეალი მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს იხდის

18 წლის ივან შარანიჩი მსოფლიო გრანდების ყურადღების ცენტრშია. ხორვატმა ნახევარმცველმა დინამო ზაგრების ახალგაზრდულ გუნდში 13 გოლი გაიტანა და კლუბის ბომბარდირი გახდა, მეორე გუნდში თავი 3-ჯერ გამოიჩინა და ძირითად გუნდში უკვე 4 მატჩის ჩატარება და ერთი საგოლე პასის გაკეთება მოასწრო.

ხორვატული პრესა უკვე აქტიურად წერს, რომ მადრიდის რეალმა ზაგრების დინამოს მის სანაცვლოდ სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა. ფეხბურთელი ამპლუით შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც ცენტრშიც შეჯუძლია თამაში და ფლანგზეც.

აღსანიშნავია, რომ ხორვატი მოთამაშის ტრანსფერით ბარსელონაც დაინტერესებულია, თუმცა რეალი ამ ტრანსფერში ფავორიტია. დინამოში ივანის გაყიდვას ჯერ არ გეგმავდნენ, მას ლოვრო მაიერის შემცვლელად განიხილავდნენ, რომელიც კლუბს ამ ზაფხულს დატოვებს.

ივან შარანიჩს საქართველოს 17-წლამდე ნაკრების კარშიც აქვს გოლი გატანილი. საქართველომ ის შეხვედრა 3:2 მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები