Thumbnail
  • საკალათბურთო ევროლიგამ ოთხთა ფინალის ათი გამორჩეული მომენტი დაასახელა
  • ვიდეორგოლში მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელის ეპიზოდებიც მოხვდა
  • 29 წლის ქართველი მძიმე ფორვარდის დანქი TOP 10-ში მესამე ადგილზე გავიდა

ევროლიგამ "ოთხთა ფინალის" TOP 10 მომენტი დაასახელა და ვიდეოკრებულში თორნიკე შენგელიას დანქიც მოხვდა, რომელიც მოსკოვის ცსკა-ს მძიმე ფორვარდმა მესამე ადგილისთვის მატჩში, ოლიმპია მილანთან შეასრულა. 

29 წლის ქართველი კალათბურთელის გუნდმა ევროლიგის ჩემპიონის ტიტული ანადოლუ ეფეს დაუთმო, რომელმაც ფინალში ბარსელონა დაამარცხა (86:81). ცსკა-მ ნახევარფინალი სწორედ სტამბოლის კლუბთან წააგო (86:89), შემდეგ კი მესამე ადგილისთვის მატჩში მილანელებთანაც დამარცხდა (73:83).

ცსკა-მილანის მატჩში თორნიკე 18 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო

ევროლიგის რჩეულ მომენტებში თორნიკეს დანქი მესამე ადგილზე გავიდა. ისე კი, ტოპათეულის ვიდეოში ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი სხვა ეპიზოდშიც ფიგურირებს - მილანთან შეხვედრაში, ზურგსუკან შესარულებული მისი გადაცემის შემდეგ, მოსკოველთა ნიგერიელი ცენტრი მაიკლ ერიკი ჩატენვას ცდილობს, მაგრამ მისი ვიზავი კაი ჰაინსი ეფექტურად ბლოკავს. ეს დაფარება TOP 10-ში მეხუთე ადგილზეა.  

ევროლიგამ "ოთხთა ფინალის" საუკეთესო მომენტად ბარსელონას კალათბურთელის კორი ჰიგინსის მიერ, მილანთან მატჩის (84:82) ბოლო წამზე შესრულებული გამარჯვების მომტანი სროლა დაასახელა.

📺 ევროლიგის ოთხთა ფინალის TOP 10 მომენტი

კომენტარები

ბოლო ამბები