- '5-10 წლის განმავლობაში, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ტურნირის მონაწილე'
- ზაფხულის ტესტები | შოტლანდია საქართველოში 17 დებიუტანტით მოდის
ავსტრალიური Rugby.com.au-ს მიმომხილველი ნიკ ვასილიევი ე.წ. მეორე დონის სარაგბო გუნდების მდგომარეობას გამოეხმაურა და მათ შორის საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც ისაუბრა. მისი თქმით, “ბორჯღალოსნები” 6 ერში თამაშს იმსახურებენ და ეს, უახლოეს წლებში უნდა მოხდეს.
“მეორე დონის ნაკრებებიდან რამდენიმე კიდევ უფრო უკეთ ითამაშებს, თუკი მათ ძლიერ მეტოქეებთან რეგულარულად დაპირისპირების საშუალება მიეცემათ. ბოლო მსოფლიოს თასზე ჩვენ ვნახეთ, რომ ურუგვაიმ ფიჯი დაამარცხა, 2015-ში კი იაპონიამ სამხრეთ აფრიკას სძლია. უბრალოდ, ამ ქვეყნებმა შიდა ჩემპიონატები უნდა განავითარონ, რათა კიდევ უფრო პროფესიონალურ დონეზე ავიდნენ. გასაგებია, რომ ეს მხოლოდ დიდი ინვესტიციების ჩადების შემთხვევაში მოხდება, როგორც ეს იაპონიასა და აშშ-შია, ამასთან, საჭიროა, ძლიერი უცხოელი სპეციალისტების მიწვევა და არგენტინული ხაგუარესის მსგავსი ფრანჩიზის შექმნა. საქართველოს შემთხვევაში, გვყავს ნიჭიერი მორაგბეები და რაგბის განვითარებაში სახელმწიფოც აქტიურადაა ჩართული. ამდენად, ევროპულმა რაგბმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ისინი 6 ერის დონეზე გაიყვანოს. ვფიქრობ, ქართულ რაგბს საკმარისი რაოდენობის პროფესიონალი მწვრთნელები აკლია, მათ შორის, ადგილობრივები და ასევე – ძლიერი შიდა ჩემპიონატი. ჩემი აზრით, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს 6 ერის მონაწილე მომავალი 5-10 წლის განმავლობაში. მათ მეტი ზრდის საშუალება უნდა მივცეთ. საქართველოს ნაკრებმა იტალია უნდა დაამარცხოს და როგორც კი ეს მოხდება, მათ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაიხსნება”.
📋 მეტი ამ თემაზე
- 'რა მოხდება, თუ საქართველო იტალიას ჩაანაცვლებს' - LE PARISIEN 6 ერზე
- 'საქართველოს შანსი ეკუთვნის' - იტალიის ყურება PLANETRUGBY-საც მოსწყინდა
- 'ეს ახალი ძალით გააღვივებს კამათს, იტალია თუ საქართველო' - BBC ექვს ერზე
- 'მოდი, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი' - ო'სალივანი 6 ერზე და საქართველოზე
- 'ყელში ამოვიდა' - უელსის ექს-კაპიტანი 6 ერზე საქართველოსთვის შანსის მიცემას ითხოვს
- დროა! - DAILY MAIL-ის სარაგბო ექსპერტი 6 ერში პლეი ოფის შემოღებას ითხოვს
- სერ კლაივ ვუდვორდი: საქართველომ პლეი ოფში უნდა ითამაშოს
- OASPORT: საქართველოს არავინ მიიღებს, ურჩევნიათ ისევ 5 ერი ჩაატარონ
- კონორ ო'ში: იტალია საქართველოს უსასრულოდ სჯობს, ნუ მოკლავთ მას!
- 'საქართველოს დრო დადგა' - იტალიელთა ყოფილი მწვრთნელიც ჩვენს მხარესაა
- 'ვიცი, ეს რადიკალური ნაბიჯია, მაგრამ აუცილებელი' - 6 ერის რეფორმის ახალი იდეა
- 'დებატი, რომელიც არასდროს დასრულდება' - RUGBY WORLD 6 ერის ფორმატზე
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებს 6 ერზე გამარჯვება 2015 წლის თებერვლის მერე არ აქვს. “აძურიმ” ზედიზედ 31 მატჩი წააგო და მედიისა და ექსპერტების კრიტიკა დაიმსახურა. ტურნირის ფორმატის ცვლილებას უკვე ბევრი მომხრე ჰყავს ევროპაში, მედიაც დადებითად არის განწყობილი სიახლისადმი, თუმცა ტურნირის ორგანიზატორები უახლოეს მომავალში ცვლილებებს გამორიცხავენ. თავის მხრივ, საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის მიმდინარე გათამაშებაც ვადაზე ადრე მოიგო.
კომენტარები