Thumbnail

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სავარაუდოდ ნიქოზიის ომონიაში გააგრძელებს. goal.philenews იტყობინება, რომ მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და უახლოეს დღეებში, თუ რომელიმე მხარე შეთანხმებას არ დაარღვევს, კვიპროსული კლუბი ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებს.

ოქრიაშვილი ომონიასთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში მისი ანაზღაურება 300 000 ევრო იქნება. როგორც ხსენებული გამოცემა წერს, ქართველ ფეხბურთელს კარიერის კვიპროსს მიღმა გაგრძელება ერჩივნა, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან უკეთესი წინადადება ვერ მიიღო.

ოქრიაშვილი ანორთოსისში 2019 წლიდან თამაშობდა და კვიპროსის თასი მოიგო

წყაროს თანახმად, ანორთოსისში მისი გასამრჯელო 180 000 ევროს შეადგენდა და ნიქოზიელებმა ბევრად გაუმჯობესებული პირობები შესთავაზეს. ომონია კვიპროსის მოქმედი ჩემპიონია და გუნდს ცნობილი ნორვეგიელი ფეხბურთელი, ჰენინგ ბერგი წვრთნის. თორნიკე ომონიაში ბრაზილიელ შემტევ ტიაგოს შემცვლელად მიიჩნევა, რომელიც ლარნაკას აეკ-ში გადავიდა.

თორნიკე ოქრიაშვილი ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთად შეკრებაზეა და ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. 29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ანორთოსისის მაისურით კვიპროსის ჩემპიონატში 20 თამაშში 9 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები