Thumbnail
  • დასავლეთ კონფერენციის ფინალში სტივ კერის გოლდენ სტეიტი მაიკ დ'ანტონის ჰიუსტონს ხვდება
  • რა შუაშია ტექსასელთა ამერიკელ-იტალიელი მწვრთნელი ზაზა ფაჩულიასთან?

The Mercury News-ის მელისია როლინის ინფორმაციით, გოლდენ სტეიტის თავკაცმა სტივ კერმა ზაზა ფაჩულიას ბოლოდროინდელ უთამაშებლობაზე იხუმრა და ეს კონფერენციის ფინალში კალიფორნიელთა მომდევნო მეტოქის, ჰიუსტონ როკიტსის მწვრთნელ მაიკ დ'ანტონის "დააბრალა".

► ზაზა ფაჩულიამ მაიამიში პენტჰაუსი 1,14 მილიონ დოლარად გაყიდა

"ზაზა ფაჩულიას სრული უფლება აქვს, რომ მაიკს უთხრას - შენ დაანგრიე ჩემი კარიერა", - თქვა კერმა.

საქმე ისაა, რომ "დაბალი" შემადგენლობით თამაში, ტაქტიკა, რომელსაც გოლდენ სტეიტი პლეი ოფში იყენებს და რის გამოც ზაზას ძირითადად სკამზე უწევს ყოფნა, სწორედ დ'ანტონის "მოგონილია".

სტივ კერი და მაიკ დ'ანტონი

"2004 თუ 2005 წელი იყო, როცა მაიკმა ფინიქსში გადაწყვიტა "დაბალი" ხუთეულით თამაში და ამარე სტადემაიერი ცენტრად აქცია. ეს იყო ჯაჭვური რეაქციის დასაწყისი. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც არის NBA-ში დღეს თამაში უფრო სწრაფი და გახსნილი. ახლანდელი "დიდი ბიჭები" აუცილებლად უნდა იყვნენ ამისთვის მზად, უნდა იყვნენ ათლეტურები და უნივერსალურები.

ეს ძნელი გასაგებია, ზაზა ჩვენი მთავარი ცენტრი იყო ორი სეზონის განმავლობაში, მაგრამ კალათბურთი ძალზე სწრაფად იცვლება. ეს ყველაზე ნათლად სწორედ ჰიუსტონის თამაშში ჩანს. მაიკი ის კაცია, ვინც ეს ყველაფერი დაიწყო".

კომენტარები

ბოლო ამბები