Thumbnail
  • ლენოვო ტენერიფე 86:78 სან პაბლო ბურგოსი
  • გიორგი შერმადინის 16 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში სან პაბლო ბურგოსს უმასპინძლა და სერიის პირველი მატჩი მოუგო. საქართველოს ნაკრების ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

გიორგიმ პარკეტზე 22:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. შერმადინმა 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. თად მაკფადენმა, რომელიც სან პაბლო ბურგოსის ღირსებას იცავს, პარკეტზე 9 წუთი გაატარა და შეხვედრა უქულოდ დაასრულა.

შერმადინის გუნდი სერიაში 1:0-ს იგებს. გიორგის გუნდი საპასუხო მატჩს უკვე სტუმრად გამართავს, რომელიც 3 ივნისს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები