Thumbnail
  • მაიკ ბლერმა შოტლანდიის ნაკრებში 37 მორაგბე გამოიძახა
  • შოტლანდიის ნაკრები ბორჯღალოსნებთან 17 ივლისს ითამაშებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულში ოთხ შეხვედრას გამართავს. მათ პირველი მატჩი 26 ივნისს ნიდერლანდებთან თელავში უწევთ, რის შემდეგაც 3 და 10 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან და 17 ივლისს შოტლანდიასთან ითამაშებენ.

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაიკ ბლერმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, სადაც 37 მორაგბე შეიყვანა. შოტლანდიელები თბილისში მეორედ ჩამოვლენ და ეს იქნება ქართული რაგბის ისტორიაში მეორე შემთხვევა, როცა თბილისში ტიერ 1-ის ნაკრები ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ 2019 წელსაც საქართველოს შოტლანდია ესტუმრა და სქოთებმა მატჩი 44:10 მოიგეს.

წინა ხაზი: ივენ აშმანი (სეილ შარქსი, დებიუტანტი), ნიკ ოტერაკი (ნორსჰემპტონი, დებიუტანტი), ჯოს ბეილისი (ბას რაგბი, დებიუტანტი), საიმონ ბერგანი (ედინბურგი, 31 მატჩი), ჯეიმი ბათი (ბას რაგბი, 18 მატჩი), მაგნუს ბრედბარი (ედინბურგი, 14 მატჩი), დევიდ ჩერი (ედინბურგი, 5 მატჩი), ალექს ქრაიგი (გლოსტერი, 2 მატჩი), ლუკ ქროსბი (ედინბურგი, დებიუტანტი), სკოტ ქამინგსი (გლაზგო უორიორსი, 20 მატჩი), რორი დარჯი (გლაზგო უორირორსი, დებიუტანტი), მეტ ფაგერსონი (გლაზგო უორიორსი, 13 მატჩი), კამერონ ჰენდერსონი (ლესტერ ტაიგერსი, დებიუტანტი), რობინ ჰისლოპი (დონკასტერი, დებიუტანტი), ჯეიმი ჰოჯსონი (ედინბურგი, დებიუტანტი), ელი კებლი (გლაზგო უორიორსი, 8 მატჩი), კირან მაკდონალდი (გლაზგო უორიორსი, დებიუტანტი), ჯეიმი რიჩი (ედინბურგი, კაპიტანი - 27 მატჩი), ჯეივან სებასტიანი (სკარლეტსი, დებიუტანტი), სემ სკინერი (ექსეტერ ჩიფსი, 12 მატჩი), გრანტ სტიუარტი (გლაზგო უორიორსი, 3 მატჩი), ჯორჯ თერნერი (გლაზგო უორიორსი, 17 მატჩი)

უკანა ხაზი: ჯეკ ბლეინი (ედინბურგი, დებიუტანტი), ჯეიმი დობი (გლაზგო უორიორსი, დებიუტანტი), კოლ ფორბსი (გლაზგო უორიორსი, დებიუტანტი), ადამ ჰასტინგსი (გლაზგო უორიორსი, 23 მატჩი), ჯორჯ ჰორნი (გლაზგო უორიორსი, 14 მატჩი), დამიენ ჰოილანდი (ედინბურგი, 4 მატჩი), ბლერ კინგჰორნი (ედინბურგი, 25 მატჩი), ჯეიმს ლანგი (ჰარლექინსი, 6 მატჩი), რუფუს მაკლინი (გლაზგო უორიორსი, დებიუტანტი), მეტ სკოტი (ლესტერ ტაიგერსი, 39 მატჩი), ჩარლი შილი (ედინბურგი, დებიუტანტი), სკოტ სტილი (ლონდონ აირიში, 4 მატჩი), კაილ შტაინი (გლაზგო უორიორსი, 1 მატჩი), როს ტომპსონი (გლაზგო უორიორსი, დებიუტანტი), სიონე ტუიპულოტუ (გლაზგო უორიორსი, დებიუტანტი)

კომენტარები

ბოლო ამბები