Thumbnail
  • სეზონის ნომინანტთა სიაში სიტის ორი ფეხბურთელია
  • რუბენ დიაშს შანსი აქვს, მორიგი აღიარება მოიპოვოს 

პრემიერლიგამ სოციალურ ქსელში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტები წარადგინა. ინგლისის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის საუკეთესო მოთამაშის ნომინანტთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი)
ბრუნო ფერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი)
ჯეკ გრილიში (ასტონ ვილა)
ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
მეისონ მაუნტი (ჩელსი)
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
ტომას სუჩეკი (ვესტ ჰემი)

როგორც ხედავთ, სიაში ყველაზე მეტი (2) ფეხბურთელი მანჩესტერ სიტის ჰყავს და ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან "ქალაქელებმა" პრემიერლიგის 2020/21 წლების სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს და მისი მოგებაც მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაციის (FWA) ვერსიით, წლის საუკეთესო მოთამაშედ პორტუგალიელი რუბენ დიაში დასახელდა. ეს პირველი შემთხვევა იყო 1989 წლის შემდეგ, როდესაც ასოციაციამ მცველი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა. მაშინ FWA-მ ლივერპულელი სტივ ნიკოლი გამოარჩია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები