Thumbnail
  • 34 წლის ნახევარმცველს COVID-19 აქვს და კლინიკაში მკურნალობს
  • ჩილეს ეროვნული ნაკრების სხვა ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა 

მილანის ინტერის ფეხბურთელს არტურო ვიდალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩილეს ეროვნული ნაკრები და თავად არტურო სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ტესტზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, 34 წლის ნახევარმცველი მკურნალობას კლინიკაში გადის. ინფიცირების გამო ვიდალი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც ჩილემ არგენტინის წინააღდეგ 4 ივნისს უნდა გამართოს.

ჩილეს ეროვნული ნაკრების განცხადებით, სხვა დანარჩენ მოთამაშეებს არც ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ და არც ტესტზე დადებითი პასუხები მოსვლიათ. აქედან გამომდინარე, არგენტინასთან თამაშის გადადება არ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ჩილე მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას ბოლივიის წინააღმდეგ, 9 ივნისს გამართავს. დაეხმარება თუ არა არტურო ვიდალი ამ შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

კომენტარები

ბოლო ამბები