Thumbnail

ბარსელონამ ერიკ გარსია დაიმატა - კიდევ ერთი ფეხბურთელი სიტიდან

მანჩესტერ სიტის ცენტრალური მცველი ერიკ გარსია კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიელთა ოფიციალური საიტი ავრცელებს. 

20 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელიც რონალდ კუმანის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ბარსელონასთან ხელშეკრულება 2025/26 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა, კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად კი 400 მილიონი ევროა მითითებული.

სერხიო აგუეროს შემდეგ სიტიდან ბარსაში ერიკ გარსიაც გადაბარგდა

კატალონიურმა კლუბმა ერიკ გარსიას პრეზენტაცია 1-ელ ივნისს დაგეგმა, სწორედ ამ დღიდან ამოქმედდება ბარსელონასა და ფეხბურთელს შორის დადებული კონტრაქტი.

გარსია ბარსელონას აკადემიის, "ლა მასიის" აღზრდილია. 2017 წლის ივლისში ის მანჩესტერ სიტიში 1.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. პორტალი Transfermarkt ახალგაზრდა ესპანელს 20 მილიონ ევროდ აფასებს.

გასულ სეზონში ერიკ გარსიამ მანჩესტერ სიტის ღირსება ყველა ტურნირის 12 მატჩში დაიცვა. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში კი მის ანგარიშზე უკვე 7 მატჩია.

კომენტარები

ბოლო ამბები