Thumbnail

მხოლოდ ვაქცინირებულები ან... რუმინეთი V საქართველოზე ფანები დაუშვეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

2 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ქალაქ პლოეშტიში ივნისის ტესტების პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ. სასიხარულოა, რომ თამაში ფანების წინაშე გაიმართება 15-ათასიან "ილიე იონეზე". 

ითამაშებს. ამ ქვეყანაში ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივარი 565-დღიანი (!) პაუზის შემდეგ დაუბრუნდება. ბუნებრივია, პანდემიის გამო, შეზღუდვები რჩება. მატჩზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ: 1. ორივე დოზით ვაქცინირებულ პირებს, მე-2 დოზის მიღებიდან 10 დღე უნდა იყოს გასული; 2. RT-PCR ტესტით უარყოფითი პასუხის მქონე პირებს (ბოლო 72 საათში); 3. სწრაფი ტესტებით უარყოფითი პასუხის მქონე პირებს (ბოლო 24 საათში). კოვიდზე ტესტები აუცილებელია 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვისაც.

რაოდენობაზე შეზღუდვა არ არის. ასე რომ, თუ ბილეთები გაიყიდება, სტადიონი შეიძლება გაივსოს კიდეც. ფასი 30-60 რუმინული ლეია (25-50 ლარი). 

შეგახსენებთ, რომ "ტრიკოლორიის" წინააღმდეგ უკვე მერვედ ვთამაშობთ, თუმცა ჯერ ერთი გამარჯვებაც არ მოგვიპოვებია - 1 ფრე და 6 მარცხი. 

კომენტარები

ბოლო ამბები