Thumbnail

10 წლის შემდეგ პირველად, რონალდოს გარეშე - უეფამ ლიგის სეზონის გუნდი დაასახელა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გუნდი
  • 23 კაცში ჩელსის 7 ფეხბურთელია, მაგრამ არ არის კრიშტიანო რონალდო

უეფას ტექნიკურმა დამკვირვებლებმა ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი შეადგინეს, რომელშიც 23 ფეხბურთელია. სეზონის საუკეთესო გუნდში ყველაზე მეტი, 7 ფეხბურთელი ლონდონის ჩელსიდან მოხვდა, რაც მოულოდნელი არ არის.

სეზონის 23-კაციან სიმბოლურში ბოლო 10 წელიწადში პირველად ვერ მოხვდა კრიშტიანო რონალდო. იუვენტუსის 36 წლის პორტუგალიელი შემტევი ზედიზედ 10 სეზონი ხვდებოდა სიმბოლურში.

2020/21 წლების სეზონი ლონდონის ჩელსის ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც მანჩესტერ სიტი ინგლისურ ფინალში დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურში კი 7 გუნდის 23 ფეხბურთელია.

მეკარეები: ტიბო კურტუა (რეალი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), ედუარ მენდი (ჩელსი).

მცველები: სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), მარკინიოსი (პსჟ), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი), ბენ ჩილველი (ჩელსი), დავიდ ალაბა (ბაიერნი).

ნახევარმცველები: ჟორჟინიო (ჩელსი), მეისონ მაუნტი (ჩელსი), ნ'გოლო კანტე (ჩელსი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი), სერჟიო ოლივეირა (პორტუ), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ლუკა მოდრიჩი (რეალი).

თავდამსხმელები: ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი), კილიან მბაპე (პსჟ), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ქარიმ ბენზემა (რეალი), ნეიმარი (პსჟ), ლიონელ მესი (ბარსელონა).

კომენტარები

ბოლო ამბები