Thumbnail

ფუტსალის ლიგა: ტატიშვილმა ლიდერობა განიმტკიცა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მართვე 0:9 ტატიშვილი
  • ბსუ 2:2 აფხაზეთი
  • აგორა 2:1 თბილისი
  • თელასი 3:0 კოლხი

საქართველოს ფუტსალის ლიგის მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა. სასტარტო დაპირისპირება ქუთაისში შედგა, სადაც მართვემ ლიდერ ტატიშვილს უმასპინძლა.

მართვემ პირველ ტაიმში გაიბრძოლა, თუმცა მეორე ნახევარში ტატიშვილმა კოლოსალური უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ, 9:0 გაიმარჯვა. 

ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აფხაზეთის დაპირისპირებით გაგრძელდა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

აგორამ მძიმე ბრძოლაში, 2:1 სძლია თბილისს. გამარჯვებული გუნდიდან თითო გოლი გიორგი ჩიმაკაძემ და ლაშა სიგუნავამ გაიტანეს, ერთადერთი საპასუხო გოლი კი ნუკრი წოწკოლაურის ანგარიშზეა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თელასი და კოლხი-გულრიფში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაძაბული შეხვედრა თელასის გამარჯვებით დასრულდა, 3:0.

სამივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა, თავი კი არჩილ ბოკერიამ, ნუკრი ჭუმბურიძემ და შოთა ჭანუყვაძემ გამოიჩინეს.

მატჩის შემდეგ, თელასის ფეხბურთელმა ნუკრი ჭუმბურიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“კოლხთან წინა ორი მატჩი წავაგეთ და დღევანდელი შეხვედრა რევანში იყო. წინ პლეი ოფია და შევდივართ ფორმაში. 3:0 არ ასახავს თამაშის რეალურ სურათს, რადგან მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიძია და მძიმე ბრძოლა იყო. ვეცდებით, რომ რეგულარული ჩემპიონატი რაც შეიძლება მეტი ქულით დავასრულოთ” 

რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ტატიშვილს 46 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. 41-41 ქულით მეორე-მესამე ადგილებს კოლხი და აგორა იყოფენ, თელასი კი 40 ქულით მეოთხე ადგილზეა

კომენტარები

ბოლო ამბები