Thumbnail

"პოპსპორტი" ტრადიციულ რუბრიკას - "თვის ქართული გოლები და პასები" - გთავაზობთ. მაისში განსაკუთრებით პროდუქტიული იყო ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელიც ესტონური ლევადიას შეტევების ლიდერია. 31 წლის ფეხბურთელმა მაისში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ამ თვეში ქართველმა ლეგიონერებმა ჯამში 22 გოლი და 9 საგოლე პასი მიითვალეს. რაც კლებაა აპრილის შედეგებთან შედარებით - 25 გოლი და 11 საგოლე პასი. 

ქართული ლეგიონი. გოლები 2021

15 - იანვარი
20 - თებერვალი
20 - მარტი
25 - აპრილი
22 - მაისი 

ქართული ლეგიონი. ასისტები 2021

12 - იანვარი
9 - თებერვალი
4 - მარტი
11 - აპრილი
9 - მაისი

გიორგი მიქაუტაძემ სეზონი 22 გოლით დაასრულა. მაისში მან 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა

ზაქარია ბეგლარიშვილი - 8 თამაში, 6 გოლი, 5 პასი
ლევადია (ესტონეთი). 31 წლის
საშუალოდ 0.75 გოლი მატჩში
€250 000

ბეგლარიშვილი ძველებურად ათამაშდა - მას ამ სეზონში უკვე 12 გოლი და 7 საგოლე პასი დაუგროვდა, ორივე მაჩვენებლით ზაქარია მეისტრილიგის ლიდერია. მაისში მან 7 მატჩიდან მხოლოდ ერთში ყოფილ გუნდ ფლორასთან ვერ შეძლო გატანა ჩემპიონატში. სამაგიეროდ, ლევადიამ ფლორას თასის ფინალში მოუგო 1:0 და ესტონეთის თასს დაეუფლა. 

📺 ზაქარია ბეგლარიშვილის გოლი ლეგიონის კარში

გიორგი მიქაუტაძე - 2 თამაში, 3 გოლი, 1 პასი
სერენი (ბელგია). 20 წლის 
საშუალოდ 1.5 გოლი მატჩში
€1 200 000

სულ ორი მატჩი ითამაშა, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი სერენისთვის - ჟუპილერ ლიგის პლეი ოფი ბევერენთან. ქართველმა ფორვარდმა შესანიშნავი სეზონი ბრწყინვალედ დაასრულა. სერენის 6 გოლიდან 3 მის ანგარიშზეა, პლუს ერთი საგოლე პასიც. სერენმა ბელგიური ელიტის საგზური მოიპოვა, ხოლო გიორგი მეცს დაუბრუნდება და თავის შანსს ლიგა 1-ში ცდის. 

📺 გიორგი მიქაუტაძის გოლი ბევერენის კარში

ოთარ კიტეიშვილი - 4 თამაში, 2 გოლი, 2 პასი
შტურმი (ავსტრია). 25 წლის 
საშუალოდ 0.5 გოლი მატჩში
€3 000 000

სეზონის ბოლოს ოთარ კიტეიშვილს ბრწყინვალე მატჩები ჰქონდა. ვენის რაპიდთან მან გოლს პლუს პასიც მიითვალა. ჯამში მაისში მის ანგარიშზე 2-2 გოლი და საგოლე პასია. 

📺 ოთარ კიტეიშვილის გოლი ზალცბურგთან

ვაკო ყაზაიშვილი - 6 თამაში, 1 გოლი, 1 პასი
ულსანი (ს. კორეა). 28 წლის
საშუალოდ 0.16 გოლი მატჩში
€1 500 000

ულსანი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ლიდერია, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მაისში მან თითო გოლი და საგოლე პასი მიითვალა. 

📺 ვაკოს გოლი გვანგჯუს კარში

ნიკა სიჭინავა - 3 თამაში, 1 გოლი, 1 პასი
ინჰულეცი (უკრაინა). 26 წლის
საშუალოდ 0.33 გოლი მატჩში
€400 000

დონეცკის ოლიმპიკთან ნიკამ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ჩემპიონატი მან 6 გოლით და 3 საგოლე პასით დაასრულა. დიდი ალბათობით, ქართველი ფორვარდი უახლოეს დღეებში ახალ კლუბში გადავა. 

📺 სიჭინავას გოლი, საგოლე პასი ოლიმპიკის კარში

მაისში 2 გოლი გაიტანა ლევან კუტალიამ. თითო: ლევან შენგელიამ, ბექა ქავთარაძემ, კახა მახარაძემ, გიორგი ბერიძემ, ბუდუ ზივზივაძემ, ანტონ თოლორდავამ, გიორგი გაგუამ, ბექა მიქელთაძემ, გიორგი ქვილითაიამ და ელგუჯა ლობჯანიძემ. 

📺 ქვილითაიას გოლი თასის ფინალში

კომენტარები

ბოლო ამბები