Thumbnail

კოპა ამერიკა - ტურნირის ახალი მასპინძელი ცნობილია

  • კონმებოლის გადაწყვეტილებით, კოპა ამერიკას ბრაზილია უმასპინძლებს  
  • მანამდე ტურნირის მიღებაზე უარი კოლუმბიამ და არგენტინამ განაცხადეს

ცნობილი გახდა, სად ჩატარდება 2021 წელს კოპა ამერიკა. სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (კონმებოლი) გამოაცხადა, რომ ტურნირს ბრაზილია უმასპინძლებს და ის დაგეგმილ ვადებში - 13 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება. 

სტადიონებს, სადაც "კოპა ამერიკის" მატჩები ჩატარდება, ორგანიზატორები მოგვიანებით გამოაცხადებენ. 

2019 წლის კოპა ამერიკაც ბრაზილიაში ჩატარდა და გამარჯებული მასპინძელი გახდა

თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ტურნირისთვის კოლუმბიასა და არგენტინას 2020 წელს უნდა ემასპინძლათ, მაგრამ მისი ერთი წლით გადავადება საჭირო კორონავირუსის პანდემიის გამო გახდა. მოგვიანებით კოლუმბიამ კოპა ამერიკის მიღებაზე უარი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო თქვა, არგენტინამ კი - ჯანდაცვის მიზეზით.

კოპა ამერიკის 47-ე გათამაშებაში ათი სამხრეთამერიკული ქვეყანა მონაწილეობს: არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, ეკვადორი, ვენესუელა, კოლუმბია, პარაგვაი, პერუ, ურუგვაი, ჩილე. ტურნიში ასევე მიწვეულია ორი ნაკრები - ავსტრალია და ყატარი. 

კომენტარები

ბოლო ამბები