Thumbnail

დაუმარცხებელი ქართველის დებიუტი Bellator-ში - ლევან ჩოხელის ისტორია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან ჩოხელის დებიუტი ბელატორში 11 ივნისს შედგება
  • ქართველი მებრძოლის მზადება დიდი ჩხუბისთვის და კარიერული მიზნები

ლევან ჩოხელი ისეთი მებრძოლია, რომლის კარიერის შედეგსაც ნებისმიერი დამწყები თუ პროფესიონალი მოჩხუბარი ინატრებდა. ჩოხელს 9-დან 9 ბრძოლა ნოკაუტით აქვს მოგებული, ხოლო მე-10 ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება, როგორც ჩანს, მხოლოდ იმიტომ გაუუქმეს, რომ მისი მეტოქე ორგანიზაციის ფავორიტი იყო და მისი მარცხი არ აწყობდათ.

ხშირია შემთხვევები, როცა MMA-ში სპორტსმენი სხვა სპორტიდან მიდის. ჩოხელმა კი პირდაპირ MMA-ში სცადა ბედი. მებრძოლთა კლუბ 'ვეფხისტყაოსანში' მივიდა და მისი წარმატებაც აქედან დაიწყო. ლევანი დგომში ძალიან ძლიერი მებრძოლია და როგორც პოპსპორტთან ინტერვიუში ამბობს, ჭიდაობასაც ძალიან კარგად ფლობს და უფრო მეტი იცის, ვიდრე მის მეტოქეებს ჰგონიათ.

ჩოხელს 9-დან 9 ბრძოლა ნოკაუტით აქვს მოგებული

პანდემიის პერიოდში ჩოხელმა საკუთარ სახლში დარბაზი ააშენა, სადაც ფორმის შენარჩუნების გარდა, 'ვეფხისტყაოსნის' მებრძოლებს ავარჯიშებდა. ლევანმა მწვრთნელის როლიც შესანიშნავად მოიგო და მისი თანაგუნდელები საქართველოს ჩემპიონატზე ბრწყინვალედ გამოვიდნენ.

25 წლის მებრძოლის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება - ის ბელატორში იჩხუბებს, რომელიც UFC-ის შემდეგ ყველაზე პოპულარული საბრძოლო ორგანიზაციაა. მისი მეტოქე კაილ ქრაჩმერი იქნება, რომელიც კარგი მოჭიდავეა.

ჩოხელი ქართველ ქომაგს ჰპირდება, რომ ბელატორის ქამარს საქართველოში აუცილებლად ჩამოიტანს. ლევანის მთავარი მიზანი კარიერაში ორ წონით კატეგორიაში ჩემპიონობაა. ის ამბობს, რომ ბელატორში წარმატების შემდეგ, UFC-ს ჯერიც დადგება და ზოგადად ყოველთვის იქ იქნება, სადაც ყველაზე ძლიერი მებრძოლები მოიყრიან თავს.

📺 | ლევან ჩოხელის ისტორია

კომენტარები

ბოლო ამბები