Thumbnail

'ალბათ, არ ვიმსახურებდით' - ლევან კობიაშვილი ნაკრების გამოუყენებელ შანსზე

  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 31-ე ყრილობას ატარებს
  • სფფ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებულ ფინალზე ისაუბრა
  • კობიაშვილი იმედოვნებს, რომ მსგავსი შანსი საქართველოს კიდევ მიეცემა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სფფ-ის XXXI ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ნაკრების მოხვედრის გამოუყენებელ შანსზე ისაუბრა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ფინალში, რომელიც შარშან ნოემბერში, შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო (0:1) და მსხვილ სანაკრებო ტურნირზე მოხვედრის ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა.

იხილეთ: წავაგეთ! პანდევმა საქართველოს ოცნება დაასამარა

"იმედგაცრუებული ვართ. ეს ის ტკივილია, რომელიც ყოველთვის გაგვყვება, თუმცა მჯერა, ამას მომავალში გამოვასწორებთ. ზოგადად, არ მჯერა შემთხვევითობის. მჯერა იმის, რომ ალბათ, ჩვენ რაღაც ვერ გავაკეთეთ. ალბათ, არ ვიმსახურებდით, რომ მოგვეგო ის თამაში და შესაბამისად, თითოეული ჩვენანგანი - ჩვენ, ფეხბურთელები და გუნდის თითოეული წარმომადგენელი, უნდა ვიყოთ საკმაოდ თვითკრიტიკულები და დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: რა მოხდა, რატომ ვერ გავედით. რა შეცდომა დავუშვით. ეს მხოლოდ გაგვაძლიერებს და დარწმუნებული ვარ, ასეთი თამაშები კიდევ გვექნება", - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა, რომელმაც პარალელი საქართველოს ფუტსალის ნაკრებთან გაავლო, რომელმაც სწორი ანალიზის შემდეგ, მორიგი შანსი გამოიყენა.  

კომენტარები

ბოლო ამბები