Thumbnail
  • ბარსელონა 81:86 ეფესი
  • ვასილიე მიციჩი ოთხთა ფინალის MVP გახდა

ევროლიგის 2020-2021 წლების სეზონი ეფესის ტრიუმფით დასრულდა. ერგინ ატამანის გუნდმა ფინალში ბარსელონას 5 ქულით, 86:81 სძლია. ჯერ კიდევ რეალის გაგდების შემდეგ, ეფესი გათამაშების მთავარ ფავორიტად უნდა მიგვეჩნია.

თურქულმა კლუბმა ნახევარფინალში მოსკოვის ცსკა-ს აჯობა და ფინალში ბარსელონასაც საქმე მარტივად მოუმთავრა. მატჩი დაძაბული იყო, მაგრამ ეფესს თავდაჯერება ეტყობოდა. ამ ტრიუმფის მთავარი შემოქმედი სერბი ვასილიე მიციჩი იყო, რომელიც ევროლიგის ოთხთა ფინალის MVP გახდა.

მიციჩმა ცსკა-საც და ბარსელონასაც 25-25 ქულა ჩაუგდო. ცხადია, შეინ ლარკინის 21 ქულაც უნდა აღვნიშნოთ, რომელმაც ფინალში მართლაც დიდებულად ითამაშა, განსხვავებით ნახევარფინალისგან.

ბარსელონას მხრიდან 23 ქულა კორი ჰიგინსს ჰქონდა, ხოლო ნიკოლა მიროტიჩს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - 11 ქულა და 9 მოხსნა.

ეფესი ევროლიგის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. აქამდე ევროლიგა მხოლოდ ერთ თურქულ გუნდს ჰქონდა მოგებული. ფენერბაჰჩემ 2016-2017 წლების სეზონის ფინალში ოლიმპიაკოსს 80:64 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები