Thumbnail

როლან გაროსი | ეკატერინე გორგოძემ პირველ წრეში წააგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ეკატერინე გორგოძე 4:6, 2:6 კლარა ტაუსონი
  • ქართველი ჩოგბურთელი საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა. ეკო სლემ-ტურნირის ძირითად ბადეში პირველად თამაშობდა, მე-2 რაუნდში გაღწევა კი ვეღარ მოახერხა.

გორგოძე როლან გაროსზე 18 წლის დანიელ კლარა ტაუსონს დაუპირისპირდა და საათსა და 20 წუთში 4:6, 2:6 დამარცხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტში მოწოდება 4:5-ზე წააგო, მეორეში კი 2:0 დაწინაურდა, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ გორგოძემ როლან გაროსის კვალიფიკაციაში 3 გამარჯვება იზეიმა: სასტარტო რაუნდში 28-ე ნომრად განთესილ მექსიკელ რენატა ზარაზუას 6:2, 4:6, 6:4 მოუგო, შემდეგ ბულგარელი ელიცა კოსტოვა 7:6 (7:5), 6:3 დაამარცხა, ბოლოს კი ესპანელ ნურია პარიზას დიაზს აჯობა – 6:3, 6:4.

შეგახსენებთ, რომ 28-ე ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის სასტარტო მატჩში სერბ დუშან ლაიოვიჩს დაუპირისპირდება. შეიძლება ითქვას, რომ ნიკას არ გაუმართლა, რადგანაც მეტოქე, რომელიც პირველივე რაუნდში შეხვდა, რეიტინგში მხოლოდ 8 ადგილით ჩამორჩება. ეს თამაში 31 მაისს მე-9 კორტზე მე-3 წყებაში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები