Thumbnail

სოხუმში ხაბიბის მასტერკლასი გაუქმდა - მიზეზი სანქციების შიშია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ხაბიბ ნურმაგომედოვის აფხაზეთში ვიზიტი ჩაიშალა
  • დე ფაქტო რეჟიმის სპორტის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის სპორტულმა დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ სოხუმს UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, წარმოშობით დაღესტნელი - ხაბიბ ნურმაგომედოვი ეწვეოდა და კრივის მასტერკლასებს ჩაატარებდა.

თუმცა, დღეს განაცხადეს, რომ ნურმაგომედოვის ვიზიტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. "ხაბიბის ვიზიტი გაუქმდა, რადგან მას ამერიკის და საქართველოს პირდაპირი სანქციები ემუქრებოდა,  ეს კი ხელს შეუშლიდა მის ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმიანობას - პროფესიულ და კომერციულ კონტრაქტებს, ასევე UFC-ისთან ურთიერთობას. ვიზიტის გაუქმემების შესახებ, მისმა მენეჯერმა, რიზვან მაგომედოვმა გვაცნობა" - ნათქვამია ე.წ. სპორტის დეპარტამენტის განცხადებაში.

ამავდროულად, დე ფაქტო რეჟიმის სპორტის დეპარტამენტი იმედოვნებს, რომ აფხაზ მებრძოლებს, მაჰაჩყალაში, ხაბიბის მამის - აბდულმანაპ ნურმაგომედოვის სახელობის მოსამზადებელ ცენტრში ვარჯიშის საშუალება მიეცემათ, რათა რუსეთისა და საერთაშორისო მასშტაბის ტურნირებში მიიღონ მონაწილეობა.

📺 ნურმაგომედოვი V გეიჯი: ხაბიბის ბოლო ბრძოლა UFC-ში

კომენტარები

ბოლო ამბები