Thumbnail

'ტიტული, რომელიც ასე მაკლდა, მოგებულია' - ჩელსის კაპიტანი ფინალის შემდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

პორტუგალიაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის ჩელსიმ 1:0 დაამარცხა მანჩესტერ სიტი და თასს ისტორიაში მეორედ დაეუფლა. 2012 წელს ჩელსის კაპიტანი ფრენკ ლემპარდი იყო, ამჯერად, ტიტული კაპიტნის რანგში ესპანელმა მცველმა სესარ ასპილიკუეტამ ასწია. ესპანელმა ფინალის ემოციებზე და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელ ნ'გოლო კანტეზე ილაპარაკა. 

სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი): "ძალიან ბევრი ძლიერი ემოციაა. ძნელი სეზონი იყო, რომელიც დასრულდა ყველაზე საუკეთესო სცენარით, რაც კი ფეხბურთში შესაძლებელია. ეს ტიტული დამსახურებულია. მინდა აღვნიშნო, რომ ამისთვის მთელი ჯგუფი იბძროდა, კლუბის სტაფიდან დაწყებული. ყველამ გასაოცარი შრომა გასწია. 
გუშინ ვთქვი, რომ ამაყი ვარ, გუნდი რომ კაპიტნის რანგში გამყავს, მაგრამ მსურდა უფრო ამაყი ვყოფილიყავი გამარჯვებით. 9-წლიანი ლოდინი ბრწყინვალედ დასრულდა და, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. როცა ჩელსიში თამაშობ, მუდამ მომავალზე ფიქრობ. ჩვენ ჩემპიონები ვართ, ვზეიმობთ, მაგრამ დავბრუნდებით და ისევ ყველა ტიტულისთვის ბრძოლას დავიწყებთ. მოხარული ვარ, რომ მოვიგე ტიტული, რომელიც მაკლდა.

როგორ თამაშობს ნგოლო კანტე, ეს განსაკუთრებულია. ის არის ყველგან და აკეთებს ყველაფერს! მისი ენერგია გუნდს წინ წევს. კანტე განსაკუთრებული ადამიანია, მას მოგებულია აქვს მუნდიალი, პრემიერლიგა, ახლა ლიგაც, მაგრამ არის ძალიან თავმდაბალი. ბედნიერი ვარ, რომ ის ამ გუნდის წევრია. დღეს, რა თქმა უნდა, დამსახურებულად გახდა ფინალის საუკეთესო მოთამაშე". 

კომენტარები

ბოლო ამბები