Thumbnail

ტიტულს ვერ დაიცავს - მსოფლიოსთვის ნაკრების შემადგენლობა ისევ შეიცვალა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ijf.org-ზე საქართველოს ნაკრების განაცხადი შეიცვალა
  • მსოფლიოს ჩემპიონატი 6-13 ივნისს უნგრეთში გაიმართება

ძიდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური საიტის (ijf.org) მიხედვით, საქართველოს ნაკრების სამსოფლიოჩემპიონატო შემადგენლობაში ცვლილებებია. რიცხვი არ შეცვლილა - 6-13 ივნისს უნგრეთში კვლავ 14 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს - 9 ვაჟი და 5 ქალი.

თუმცა 60 კილოში მოასპარეზე მსოფლიოს ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი და ახალგაზრდა ილია სულამანიძე (100) სიაში აღარ არიან. მათ ნაცვლად ნაკრების განაცხადში ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ტატო გრიგალაშვილი (81) მოხვდნენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე

ვაჟები
თემურ ნოზაძე (60)
ვაჟა მარგველაშვილი (66)
ლაშა შავდათუაშვილი (73)
ნუგზარ ტატალაშვილი (73)
ლუკა მაისურაძე (81)
ტატო გრიგალაშვილი (81)
ბექა ღვინიაშვილი (90)
ვარლამ ლიპარტელიანი (100)
გელა ზაალიშვილი (+100)

ქალები
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52)
მარიამ ჯანაშვილი (52)
ეთერ ლიპარტელიანი (57)
მარიამ ჭანტურია (70)
სოფიო სომხიშვილი (+78)

შეგახსენებთ, რომ ლუხუმ ჩხვიმიანი 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონია, ტოკიოში ის ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი იყო, ვინც ტიტული მოიპოვა. 2020-ში მსოფლიოს ჩემპიონატი არ ჩატარებულა, ასე რომ, ჩხვიმიანი მოქმედი ჩემპიონია. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მომავალი პირველობა 6-13 ივნისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ტურნირამდე ერთი კვირით ადრე 133 ქვეყნის 724 ძიუდოისტია დარეგისტრირებული. უკანასკნელ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2019 წელს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში შედგა, საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა: ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანი კი ოქროს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები