Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა კვიპროსში სამბოს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა
  • სამბისტთა ნაკრებმა 6 მედლის მოგება მოახერხა

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა კვიპროსში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და ტურნირი 6 მედლით დაასრულა. სამწუხაროდ, გუნდმა მხოლოდ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, ქართველი სამბისტები 2 ვერცხლსა და 3 ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ.

ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) ფინალი რუს ანასტასია ხომიაჩკოვასთან 0:2 წააგო. ნინოს ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი აქვს მოგებული: 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ვახტანგ ჩიდრაშვილმა (58 კგ) ფინალი რუს ვლადიმირ გლადკიხთან წააგო. ვახტანგს ევროპის ჩემპიონატზე და ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე 9 მედალი აქვს მოგებული - 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ის ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის 6-გზის გამარჯვებულია.


საქართველოს ერთადერთი ოქროს მედალი პირველ საჭიდაო დღეს ბექა ბერძენიშვილმა მოუტანა, რომელმაც ანდრეი ვოლკოვს ფინალში 7:0 სძლია. ბერძენიშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა. მან პირველი ტიტული რუსეთში მოიპოვა, რის შემდეგაც მინსკის ევროპული თამაშების გამარჯვებული გახდა.


რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს, ტურნირზე მესამე ადგილი მინდია ლილუაშვილმა (71 კგ), ლევან ნახუცრიშვილმა (79 კგ) და დავით ლორიაშვილმა (98 კგ) დაიკავეს.

კომენტარები

ბოლო ამბები