Thumbnail
  • ბელგია 21:23 ნიდერლანდები
  • ნიდერლანდების ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ 26 ივნისს ითამაშებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონია, თუმცა ''ბორჯღალოსნებს'' ერთი მატჩი ისევ ჩასატარებელი აქვთ - მათ ნიდერლანდების ნაკრებთან უნდა ითამაშონ.

რაგბი ევროპის პლეი აუტის მატჩში ნიდერლანდებმა ბელგიას 23:21 მოუგო. ბელგია მატჩის ფავორიტი იყო, თუმცა მათ შეხვედრის მოგება ვერ შეძლეს. ნიდერლანდებმა პირველი ტაიმი 12:0 მოიგო, რის შემდეგაც ბელგიამ მეორე ტაიმში სამი ლელო დადო.

მასპინძლებმა შეხვედრის 75-ე წუთზე სტუმრები დაალელოვეს და ანგარიშში ერთი ქულით დაწინაურდნენ - 21:20. ნიდერლანდებმა მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ჯარიმა გაიტანა და რაგბი ევროპის უმაღლესი დივიზიონის საგზური მოიპოვა.

26 ივნისს, ბორჯღალოსნები თელავში და ზოგადად კახეთში პირველად ითამაშებენ. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კახეთის რეგიონში სანაკრებო (სათამაშო სპორტის სახეობაში) მატჩი გაიმართება.

საქართველო 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩს გამართავს და მისი დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნები მე-13-ედ ჩაიბარებენ მთავარ ჯილდოს.

კომენტარები

ბოლო ამბები