Thumbnail

ჰიგინსის ორქულიანით ბარსელონა ევროლიგის ფინალში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბარსელონა 84:82 მილანო
  • ესპანური გუნდი ევროლიგის ფინალში გავიდა

ევროლიგის ორივე ფინალისტი ცნობილია. თორნიკე შენგელიას ცსკა ეფესთან დამარცხდა, ხოლო მეორე ნახევარფინალში ბარსელონამ მილანოს დრამატულ ბრძოლაში 84:82 სძლია.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ბარსელონამ ტაიმი 9 ქულით მოიგო - 51:42, მაგრამ მილანომ მესამე პერიოდში საოცარდ ითამაშა და 13-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა. მესამე პერიოდის ბოლოს გადამწყვეტი მომენტი იყო, როცა მილანო რამდენიმე წამით ადრე 7 ქულას იგებდა და ნიკ კალატესმა მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო.

ეტორე მესინას გუნდს მატჩის მოგების ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მილანომ ბოლო შეტევაში ბურთი ვერ ჩააგდო, ბარსელონამ შეტევა წამოიწყო, რომელიც კორი ჰიგინსმა ზუსტი 2-ქულიანით დაასრულა და ბარსელონა ფინალში გაიყვანა.

მილანოს 23 ქულით პანტერმა ულიდერა, ხოლო ბარსელონას მხრიდან ყველაზე მეტი ქულა ნიკოლა მიროტიჩის ანგარიშზე იყო - 21. ბარსელონა ფინალში ეფესს შეხვდება. მატჩი 30 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 22:30-საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები