Thumbnail

ხუთწლიანი კონტრაქტი ალაბას - ავსტრიელი რეალის ფეხბურთელია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მადრიდის რეალმა დავიდ ალაბას ტრანსფერი დაადასტურა
  • ავსტრიელი 'სამეფო კლუბში' 2026 წლამდე ითამაშებს

მადრიდის რეალმა 2021-2022 წლების სეზონისთვის პირველი ტრანსფერი დაადასტურა. როგორც მოსალოდნელი იყო, 'სამეფო კლუბმა' დავიდ ალაბა დაიმატა, რომელთანაც ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

''მადრიდის რეალმა დავიდ ალაბასთან შეთანხმებას მიაღწია და ის კლუბში მომდევნო 5 წლის განმავლობაში ითამაშებს. ალაბას რეალი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ წარადგენს'', - ვკითხულობთ რეალის განცხადებაში.

ავსტრიელი ფეხბურთელი 2009 წლიდან მიუნხენის ბაიერნის საკუთრება იყო. ალაბამ მიუნხენურ გრანდთან ერთად 27 ტიტულის მოგება მოახერხა: ბუნდესლიგა 10-ჯერ, გერმანიის თასი 6-ჯერ, გერმანიის სუპერთასი 5-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2-2-ჯერ მოიგო. 28 წლის მოთამაშე რეალს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

კომენტარები

ბოლო ამბები