Thumbnail

"ალბათ ჩვენც რუსთაველზე უნდა გავიდეთ!" ზვიადაურის განცხადება ძიუდოს სკანდალზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ოლიმპიური ჩემპიონი უკმაყოფილოა
  • ზურაბ ზვიადაური კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

ქართულ ძიუდოში არსებულ კრიზისს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ოლიმპიური ჩემპიონი, ვეტერანი ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური.

ზვიადაური აშკარად უკმაყოფილოა ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით და მიიჩნევს, რომ ერთი კაცის, დავით ქევხიშვილის ინტერესები საქართველოს ნაკრებზე მაღლა დააყენეს...

ზვიადაურმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დავრწმუნდი რომ დღეს ყველას ფეხებზე ჰკიდია სპორტის ის სახეობა, რომელიც ნომერ პირველი იყო საქართველოში! სამწუხაროა, რომ ვისაც შეეძლო გადაწყვეტილების მიღება რომ სპორტის ეს სახეობა არ განადგურებულიყო, არჩია ჯანსაღი სპორტის და სპორტსმენების დაშლა!!!! 

მადლობა თქვენ ბიჭებო! საქართველოს სიამაყეებო! მაგრამ მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის, ვინც თავი აარიდა ამ უკანონობას! მეტი როგორ უნდა თქვან ბიჭებმა სათქმელი, რომ ყურადგება მიაქციონ მათაც! ალბათ ყველა გულშემატკივარი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე, რომ მივიპყროთ ყურადღება?! 

დარწმუნებული ვარ, ერთ ქევხიშვილს გადააყოლებთ ამ ბიჭებს, რადგან ინტერესი უფრო დიდია ალბათ, ვიდრე იმ ბიჭებისა, რომლებიც დღე და ღამეს ასწორებენ შრომაში! ტანჯვაში! რის ფასად აღარ უჯდებათ ის, რომ ასახელონ ქვეყანა! მაგრააააააამ!!!!!! სად არის სამართალი! სირცხვილია, რომ ვიღაცეების ინტერესს გადაყვეს ძიუდოს ეროვნული ნაკრები"

► ატკატები ხელფასებიდან და პრემიებიდან - ლიპარტელიანმა მძიმე ბრალდებები გააჟღერა

კომენტარები

ბოლო ამბები