Thumbnail
  • ტურინიდან რონალდოს შესაძლო წასვლაზე ბოლო დროს ბევრი იწერება
  • ჟოზე მოურინიო თანამემამულის სამომავლო გეგმებით დაინტერესდა
  • რომას ახალი მთავარი მწვრთნელი კრიშტიანოს გადაბირებას ცდილობს   

რომას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იუვენტუსის თავდამსხმელს კრიშიტანო რონალდოს ამ ზაფხულს თავის გუნდში გადასვლა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს, რომლის ცნობით, 58 წლის პორტუგალიელი სპეციალიტი თანამემამულეს, რომელთან ერთადაც თავის დროზე რეალში მუშაობდა, ტელეფონით დაუკავშირდა და მისი სამომავლო გეგმები მოიკითხა.

ცნობილია, რომ 36 წლის თავდამსხმელი სკეპტიკურად არის განწყობილი იუვენტუსში მთავარ მწვრთნელად დაბრუნებული მასიმილიანო ალეგრის მიმართ. რონალდოს აგენტი უკვე დაუკავშირდა კიდეც მანჩესტერ იუნაიტედისა და მადრიდის რეალის წარმომადგენლებს, სადაც ფეხბურთელი მანამდე გამოდიოდა. 

კრიშტიანომ ტურინული კლუბი შესაძლოა ამ ზაფხულსვე დატოვოს

თუმცა, პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის ფინანსური თვალსაზრისით უფრო საინტერესო რომში გადაბარგება უნდა იყოს - იტალიური საგადასახადო სისტემის უპირატესობის გამო. სხვა მხრივ კი, "ჯალოროსიში" მისი ტრანსფერისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შესაძლოა ის მაღალი ხელფასი გახდეს, რომელსაც ფეხბურთელი იუვენტუსში იღებს - წელიწადში 31 მილიონ ევროს. 

რომამ, რომელმაც სეზონი სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე დაასრულა, ჟოზე მოურინიოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ მაისში გამოაცხადა. კონტრაქტი სპეციალისტთან, რომელიც მოვალეობის შესარულებას ივნისიდან შეუდგება, 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

იუვენტუსში ალეგრის დაბრუნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება

კრიშტიანო რონალდოს იუვენტუსის ღირსებას 2019 წლიდან იცავს და კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში თავდამსხმელმა ყველა საკლუბო ტურნირის 44 მატჩში ითამაშა და 36 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები