Thumbnail

ანდრეა პირლო: არ მომეცა საშუალება, რომ ჩემი გადაწყვეტილებები მიმეღო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იუვენტუსმა ანდრეა პირლო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოფიციალურად გაათავისუფლა. 41 წლის სპეციალისტი ყოფილ კლუბს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილით დაემშვიდობა. პირლო მზადაა, სამწვრთნელო კარიერა გააგრძელოს და ახალ გამოწვევებს ელოდება.

ანდრეა პირლო: "მწვრთნელის რანგში ჩემი პირველი სეზონი დასრულდა. ეს იყო ინტენსიური, რთული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მშვენიერი წელი. როდესაც იუვენტუსიდან დამირეკეს, არასდროს მიფიქრია რისკზე, რის წინაშეც დავდგებოდი - მიუხედავად იმისა, რომ ეს რისკი საკმაოდ აშკარა იყო. ამ მაისურის ფერების პატივისცემისა და უმაღლეს დონეზე ჩართვის სურვილმა, პროექტში, რომელიც შემომთავაზეს, ეს ნაბიჯი გადამადგმევინა. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ზუსტად იგივე არჩევანს გავაკეთებდი.

რთულმა სიტუაციამ არ მომცა იმის საშუალება, რომ ჩემი გადაწყვეტილებები მიმეღო, ჩემი ზრახვები განმეხორციელებინა და ჩემი სტილით გვეთამაშა. 
იმ დასასრულის მიუხედავად, რომელსაც არ ველოდი, კიდევ უფრო ნათლად დავრწმუნდი, თუ რისი გაკეთება მსურს მომავალში. იმედი მაქვს, რომ ის ისეთივე სრულყოფილი და სასიამოვნო იქნება, როგორიც საფეხბურთო კარიერა მქონდა. დროა, დავბრუნდე თამაშში და ახალ გამოწვევებს შევხვდე. მინდა, მადლობა გადავუხადო იუვენტუსის ოჯახს და ყველას, ვინც ამ სეზონში ჩემთან ახლოს იყო".

ანდრეა პირლომ 2020 წლის აგვისტოში იუვენტუსის 23-წლამდე გუნდი ჩაიბარა, მაგრამ ზუსტად ერთ კვირაში მაურიციო სარის ნაცვლად მთავარი გუნდი ანდეს. მან სამწვრთნელო კარიერაში სადებიუტო სეზონი ჩაატარა და იუვენტუსს იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოაგებინა. თუმცა, სერია A-ში მხოლოდ მე-4 ადგილი მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგას 1/8-ფინალში გამოეთიშა, რამაც მის გათავისუფლებაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. პირლოს მომავალს იტალიური პრესა აქტიურად სასუოლოს უკავშირებს, ხოლო იუვენტუსში მას მასიმილიანო ალეგრი შეცვლის.

Si è conclusa la mia prima stagione da allenatore. È stato un anno intenso, complicato ma in ogni caso meraviglioso....

Posted by Andrea Pirlo on პარასკევი, 28 მაისი, 2021

 

კომენტარები

ბოლო ამბები