Thumbnail

ნაცუ ბაშო | ტოჩინოშინის მე-500 გამარჯვება კარიერაში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა მე-2 მაეგაშირა აბის იორიკირის ილეთით მოუგო
  • შემდეგი მეტოქე პირველი მაეგაშირა ტამავაშია

ზაფხულის ბაშოს მეორე დღეს ქართველმა სეკივაკე ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) იორიკირის ილეთით დაამარცხა მე-2 მაეგაშირა აბი, რომელსაც კარიერაში პირველად შეხვდა, 

ტოჩინოშინი ამ ბაშოზე ოძეკის (ჩემპიონი) ტიტულისთვის იბრძვის, რისთვისაც 15-დან 10 ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროება. 

შემდეგი მეტოქე პირველი მაეგაშირა ტამავაშია (0-2 ბალანსი), 33 წლის მონღოლი, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 14:7-ს უგებს.

ეს გამარჯვება ტოჩინოშინის 12-წლიან პროფესიულ კარიერაში საიუბილეო, მე-500-ეა.

დიდმა ჩემპიონებმა ასევე იმარჯვეს - ჰაკუჰომ მიტაკეუმი უვატენაგეს ილეთით ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, ხოლო კაკურიუმ ტამავაშის მოუგო. 

მეორე დივიზიონ ძურიოში კვლავ წააგო თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), რომელმაც ამჯერად, პირველ ნომერ ონოშოსთან იორიტაოშის ილეთით დათმო. გაგამარუს მორიგი მეტოქე ძურიოს პირველი ნომერი სოკოკურაია.

კომენტარები

ბოლო ამბები