Thumbnail
  • ეკატერინე გორგოძე 6:3, 6:4 ნურია პარიზას დიაზი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციაში მე-3 მატჩიც მოიგო

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც WTA-ს რეიტინგში 222-ე ადგილზე იმყოფება, საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

გორგოძემ კვალიფიკაციაში გადამწყვეტი მატჩი თანატოლ ესპანელ ნურია პარიზას დიაზთან ჩაატარა და მსოფლიოს 165-ე ჩოგანს 6:3, 6:4 სძლია. თამაში საათნახევარს გაგრძელდა და ეკომ 9-დან 7 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 4-ჯერ დათმო.

შეგახსენებთ, რომ გორგოძემ საკვალიფიკაციო ბადის სასტარტო რაუნდში 28-ე ნომრად განთესილ მექსიკელ რენატა ზარაზუას 6:2, 4:6, 6:4 მოუგო, შემდეგ კი, ბულგარელი ელიცა კოსტოვა 7:6 (7:5), 6:3 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ გორგოძე როლან გაროსის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად ითამაშებს, ხოლო თუ ვინ იქნება მისი მეტოქე, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც საკვალიფიკაციო შეჯიბრის ყველა მატჩი დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები