Thumbnail

ქვილითაიას დამატება პოლონეთის ვიცე-ჩემპიონს სურს - მას სხვა ვარიანტებიც აქვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი ქვილითაიას დამატებას პოლონეთის ვიცე-ჩემპიონი ცდილობს
  • საქართველოს ნაკრების 27 წლის ფორვარდი ამჟამად გენტის საკუთრებაა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ანორთოსისთან საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ ახალი კლუბის ძიებაშია და ჯერჯერობით უცნობია, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში.

27 წლის ქართველ ფორვარდს ბელგიურ გენტთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს, მაგრამ ბელგიაში მისი დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა. ქვილითაიას კვიპროსული გუნდები იწვევენ, განსაკუთრებით ანორთოსისი და აპოელ-ი აქტიურობენ, მაგრამ პრობლემა ის თანხაა, რომელსაც გენტი ტრანსფერში ითხოვს - ნახევარი მილიონი ევრო.

გენტში ქვილითაიას დაბრუნების შანსი დაბალია

ამავდროულად, გიორგის დამატებას პოლონეთის ვიცე-ჩემპიონი რაკოვიც განიხილავს, რომელიც ტრანსფერით დაინტერესებულია. პოლონური კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ გიორგის შეტევის გაძლიერება შეუძლია. რაკოვმა ეკსტრაკლასას გასული სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა და მხოლოდ ვარშავის ლეგიას ჩამორჩა.

გიორგი ქვილითაიამ 2020/21 წლების სეზონი იჯარით ანორთოსისში გაატარა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში გატანილი 16 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები