Thumbnail

'ყველაფერი მზად არის კონტრაქტისთვის' - ქეცბაია ანორთოსისში რჩება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • თემურ ქეცბაია ანორთოსისთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
  • 53 წლის სპეციალისტსა და კლუბს შორის შეთანხმება მიღწეულია

ფამაგუსტას ანორთოსისი და თემურ ქეცბაია ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ. კვიპროსული მედიის ცნობით, ყველაფერი მზად არის კონტრაქტის გასაფორმებლად და ეს უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება, შესაძლოა დღის განმავლობაშიც.

თემური ფამაგუსტელებთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და კლუბში მუშაობას გააგრძელებს. ამგვარად, ქართველ სპეციალისტს ახალი სეზონის დასაგეგმად საკმარისი დრო ექნება.

ქეცბაიამ ანორთოსისის ისტორია თასის მოგებით კიდევ ერთხელ დაწერა

53 წლის სპეციალისტი ანორთოსისში 2019 წელს დაბრუნდა და წელს გუნდს 13-წლიანი პაუზის მერე პირველი ტიტული მოაგებინა - კვიპროსის თასი.

ანორთოსისს საუკეთესო პერიოდები სწორედ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჰქონდა. თემურს ამ კლუბში ორჯერ აქვს კვიპროსის ჩემპიონატი მოგებული (2005, 2008), ასევე ორჯერ კვიპროსის თასი (2007, 2021), ერთხელ კვიპროსის სუპერთასი (2007) და ერთხელაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა (2008/09), რაც კვიპროსული ფეხბურთის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები