Thumbnail

საქართველოს პოზიცია უცვლელია - ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფიფამ მაისის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ცვლილებები უმნიშვნელოა
  • საქართველო ისევ 91-ე ადგილზეა, ჩამორჩება სომხეთს და უსწრებს ვიეტნამს

ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა, რომელშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები პრაქტიკულად არ მომხდარა. საქართველოს ნაკრები, რომელსაც აპრილსა და მაისში არ უთამაშია, 1259.51 ბალით კვლავაც 91-ე პოზიციაზე რჩება, ერთი საფეხურით უსწრებს ვიეტნამს (1258.06) და ჩამორჩება სომხეთს (1273.28). 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლოს მარტში ითამაშა - მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, შვედეთთან (0:1), ესპანეთსა (1:2) და საბერძნეთთან (1:1). ამჟამად კი ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგური შეხვედრებისთვის ემზადება, რომლებსაც სტუმრად რუმინეთსა (2 ივნისს) და ნიდერლანდებთან (6 ივნისს) გამართავს.

სანიოლი საქართველოს ნაკრებს ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ამზადებს 

უცვლელია ფიფას რეიტინგის ტოპათეული, რომელსაც კვლავაც ბელგია ლიდერობს, შემდეგ კი საფრანგეთი, ბრაზილია და ინგლისი მოდიან.

ფიფას რეიტინგის TOP 10
1. ბელგია - 1783,38 ქულა
2. საფრანგეთი - 1757,3
3. ბრაზილია - 1742,65
4. ინგლისი - 1686,78
5. პორტუგალია - 1666,12
6. ესპანეთი - 1648,13
7. იტალია - 1642,06
8. არგენტინა - 1641,95
9. ურუგვაი - 1639,08
10. დანია - 1631,55.

კომენტარები

ბოლო ამბები