Thumbnail

ხაბიბი აფხაზეთში - ნურმაგომედოვი სოხუმის სტადიონზე მასტერკლასს ჩაატარებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ხაბიბ ნურმაგომედოვი ოკუპირებულ რეგიონში 1 ივნისს ჩავა
  • მას აფხაზეთის ტაილანდური კრივის ფედერაცია უმასპინძლებს

UFC-ს ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი 1 ივნისს რუსეთისგან ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავა და სოხუმში მასტერ-კლასს ჩაატარებს. როგორც ირკვევა, მისი მასპინძელი აფხაზეთის ტაილანდური კრივის ფედერაციის პრეზიდენტი და ამავდროულად, მებრძოლთა კლუბ “წმინდა გიორგის” დამფუძნებელი თეიმურაზ გერგედავაა.

“ნურმაგომედოვი ახალგაზრდა სპორტსმენების კითხვებს უპასუხებს, შედგება კლუბ “წმინდა გიორგის” მოსწავლეთა საჩვენებელი გამოსვლები და აფხაზეთისა და რუსეთის სახელმწიფო და ახალგაზრდა ლიდერებიც გამოვლენ”, - აღნიშნა გერგედავამ.

მოახლოებული ღონისძიება, რომელიც დინამო სოხუმის სტადიონზე შედგება, ბავშვთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნება და ამავდროულად, შერეულ ორთაბრძოლებსა და ტაილანდურ კრივში 2-2 შეხვედრა შედგება. სეპარატისტული ღეჟიმის წარმომადგენლების მტკიცებით, ერთი მათგანი სატიტულოა, რადგანაც ინტერკონტინენტალური ლიგის ვაკანტური ქამრისთვის დავიდ ამიჩბა იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ხაბიბ ნურმაგომედოვმა, რომელიც დაღესტანშია დაბადებული, კარიერა 2020 წლის ოქტომბერში, რეკორდით დაასრულა - 29 მოგება, არცერთი მარცხი. ხაბიბმა 2021 წლის მარტში დაადასტურა, რომ ოქტაგონზე აღარ დაბრუნდება და საჩემპიონო ქამარს დათმობს.

კომენტარები

ბოლო ამბები