Thumbnail
  • ვილიარეალი 1:1 (პენ - 11:10) მანჩესტერ იუნაიტედი
  • ვილიარეალმა ევროპალიგა და არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო

ევროპული საკლუბო ფეხბურთის მორიგი სეზონი დასასრულს უახლოვდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალამადე, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის გამარჯვებული გამოვლინდა. პოლონეთის ქალაქ გდანსკში ევროპალიგის ფინალში ერთმანეთს ვილიარეალი და მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გამარჯვებული 90 წუთში ვერ გამოვლინდა. ანგარიში 29-ე წუთზე ჟერარდ მორენომ გახსნა, რომელმაც დანი პარეხოს ჩაწოდების შემდეგ ვილიარეალი დააწინაურა. უნაი ემერის გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო. მორენოსთვის ფინალში გატანილი გოლი ტურნირზე რიგით მეშვიდე იყო.

მორენო ესპანურ ტელევიზიას დაჰპირდა, რომ ფინალში გოლის გატანის შემთხვევაში, ის ვაქცინაციის იმიტაციით აღნიშნავდა გატანილ გოლს, რაც ესპანელმა შემტევმა შეასრულა.

მანჩესტერ იუნაიტედმა წონასწორობა 55-ე წუთზე აღადგინა. ვილიარეალს ედინსონ კავანიმ გაუტანა. ურუგვაელმა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და მე-6 გოლი გაიტანა.

სულშერის გუნდი ძირითადი დროის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გატანა ვერ მოახერხა. ვილიარეალის დაცვას ყველაზე მეტ პრობლემას ედინსონ კავანი უქმნიდა, რომელიც მანჩესტერელთა საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა.

ვილიარეალმა დამატებით დროში უფრო კარგი ფეხბურთი აჩვენა. ემერის გუნდი სიტუაციას აკონტროლებდა, თუმცა შეხვედრაში ანგარიში არ იცვლებოდა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ ხერონიმო რული და დავიდ დე ხეა აღმოჩნდნენ. გუნდებმა პენალტების სერიაში პირველი 10-10 პენალტი ზუსტად შეასრულეს. ყველაფერი სწორედ მეკარეებმა გადაწყვიტეს, ხერონიმო რულიმ მე-11 პენალტი გაიტანა, ხოლო დავიდ დე ხეამ თავისი შანსი ვერ გამოიყენა და ვილიარეალმა არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო.

მატჩის მიმოხილვა

ვილიარეალი 1:1 მანჩესტერ იუნაიტედი

ვილიარეალი (4-4-2): რული - პედრასა (მორენო 88), ტორესი, ალბიოლი, ფოიტი (გასპარი 88) - ტრიგეროსი (გომესი 77), პარეხო, კაპუ, პინო (ალკასერი 77) - ბაკა (კოკლენი 60), მორენო 

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - შოუ, ლინდელოფი, ბაილი (ტუანზებე 116), ვან ბისაკა (მატა 120+3) - მაკ ტომინეი (ტელესი 120+3), პოგბა (ჯეიმსი 116) - რაშფორდი, ფერნანდეში, გრინვუდი (ფრედი 100) - კავანი

გოლები: 1:0 მორენო (29), 1:1 კავანი (55)

პენალტების სერია: ვილიარეალი 11:10 მანჩესტერ იუნაიტედი

მორენო ✔ 
რაბა  ✔ 
ალკასერი ✔
მორენო ✔
პარეხო ✔
გომესი ✔
ალბიოლი ✔
კოკლენი ✔
გასპარი ✔
ტორესი ✔
რული ✔

მატა ✔ 
ტელესი ✔ 
ფერნანდეში ✔
რაშფორდი ✔
კავანი ✔
ფრედი ✔
ჯეიმსი ✔
შოუ ✔
ტუანზებე ✔
ლინდელოფი ✔
დე ხეა ✖

კომენტარები

ბოლო ამბები