Thumbnail
  •  
  • ოფიციალურად: იუვენტუსი იტალიის ჩემპიონია!
  • როგორ იზეიმეს ტურინელებმა ზედიზედ მე-7 სკუდეტო
  • იუვემ სერია A 34-ედ მოიგო

იტალიაში იუვენტუსის ბატონობა გრძელდება. კვირას, ტურინელებმა 34-ე ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმეს. “ბებერი ქალბატონისთვის” ეს ზედიზედ მე-7 სკუდეტოა! ბოლოსწინა ტურში იუვენტუსმა რომასთან სტუმრად უგოლო ფრეს მიაღწია, რაც ჩემპიონობის განაღდებისთვის აბსოლუტურად საკმარისი იყო - მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლიმ სამპდორიას 2:0 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ამ ტურის წინ ნეაპოლელებს ჩემპიონობის მხოლოდ თეორიული და მათემატიკური შანსი ჰქონდათ, რადგან იუვენტუსი ნაპოლის ბურთების შეფარდების თვალსაზრისით 16 გოლით (!) უსწრებდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ იუვემ ზედიზედ მეოთხედ შეასრულა დუბლი, საერთო ჯამში კი, ტურინულმა გრანდმა ჩემპიონობა და თასი ერთად მეექვსედ მოიგო. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს იუვენტუსმა იტალიის თასის ფინალში მილანი 4:0 გაანადგურა და “კოპა იტალიას” მეცამეტედ დაეუფლა.

მასიმილიანო ალეგრი პირველი მწვრთნელია, რომელმაც ევროპის 5 წამყვან საფეხბურთო ქვეყანაში ზედიზედ 4 დუბლი შეასრულა!

ტურინელებმა ზედიზედ მე-7 ჩემპიონობა აი, ასე იზეიმეს:

 

კომენტარები

ბოლო ამბები