Thumbnail
  • მილანის ინტერმა და ანტონიო კონტემ კონტრაქტის გაწყვეტა შეათანხმეს
  • კონტე კომპენსაციას მიიღებს, მის შემცვლელად სიმონე ინძაგის ასახელებენ

მილანის ინტერმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გუნდის თავკაც ანტონიო კონტესთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მისი კონტრაქტი გაუქმებულია: "კლუბი მადლობელია კონტეს არაორდინალური მუშაობისთვის, რომელიც დასრულდა ისტორიაში მე-19 სკუდეტოს მოპოვებით. ანტონიო კონტე მუდმივად დარჩება მილანის ინტერის ისტორიაში". 

იტალიური და ბრიტანული წყაროები ამტკიცებენ, რომ ანტონიო კონტეს ინტერის თავკაცის პოსტზე სიმონე ინძაგი შეცვლის. კონტე კლუბის მეპატრონეებს დაეთანხმა €7 მილიონის მიღებაზე, კონტრაქტის ბოლო სეზონის სანაცვლოდ. 

სიმონე ინძაგი ლაციოს 2016 წლიდან წვრთნის

მართალია, კონტემ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ინტერს "სკუდეტო" მოუპოვა, მაგრამ მას კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმება გაუჭირდა, მას მერე, რაც სტივენ ჟანგმა გადაწყვიტა ვარსკვლავების გაყიდვა და ჯამში ტრანსფერებიდან 80 მილიონი ევროს შოვნა. კონტე 8 ფეხბურთელის დატოვებას ითხოვდა. მის სიაში რომელუ ლუკაკუ და ლაუტარო მარტინესიც იყვნენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები