Thumbnail

ბოლქვაძე როლან გაროსს გამოეთიშა - მარცხი მსოფლიოს ყოფილ მე-2 ჩოგანთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მარიამ ბოლქვაძე 3:6, 1:6 ვერა ზვონარევა
  • ქართველმა ჩოგბურთელმა პარიზში თამაში დაასრულა

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირს მე-2 წრეში გამოეთიშა.

მსოფლიო რეიტინგში 220-ე ადგილზე მყოფი ბოლქვაძე 36 წლის რუს ვეტერან ვერა ზვონარევას გაეჯიბრა და მსოფლიოს ყოფილ მე-2 ჩოგანთან, რომელიც ამჟამად 96-ე საფეხურზეა, 3:6, 1:6 წააგო.

საინტერესოა, რომ მარიამმა თამაში მეტოქის მოწოდების აღებით დაიწყო, თუმცა, ეს მისი ერთადერთი ბრეიკი აღმოჩნდა, თავად კი მოწოდება 5-ჯერ დათმო და საათსა და 10 წუთში წააგო.  

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის სასტარტო რაუნდში უკრაინელ კატერინა ბონდარენკოს 6:4, 6:3 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ როლან გაროსზე თამაშს განაგრძობს 29 წლის ეკატერინე გორგოძე, რომელმაც პირველ შეხვედრაში მექსიკელ რენარა ზარაზუას 6:2, 4:6, 6:4 აჯობა და ამ წუთებში ბულგარელ ელიცა კოსტოვას ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები