Thumbnail

ბარსა მესის გარეშე დამარცხდა, კატალონიელების წაუგებელი სერია ვალენსიაში დასრულდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლევანტე 5:4 ბარსელონა
  • ბარსელონა პირველად დამარცხდა
  • ბოლოს კატალონიელებმა ლა ლიგაში 2017 წლის აპრილში წააგეს

ლა ლიგის 37-ე ტურის მატჩი, ბარსელონამ ვალენსიაში ლევანტეს წინააღმდეგ ითამაშა და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა.

ემანუელ ბოატენგი, დიეგო ფორლანის შემდეგ (2005) გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ბარსელონას წინააღმდეგ, ლა ლიგაში ჰეთ-თრიკი გაიტანა.

ჰეთ-თრიკი მიითვალა ასევე ბარსას ზამთრის გახმაურებულმა ტრანსფერმა - ფილიპ კოუტინიომ. 71' წუთზე ლუის სუარესმა პენალტით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა ლევანტემ მატჩი მოიგო და ბარსას სიუდადიდან ქულა არ გაატანა.

ერნესტო ვალვერდეს გადაწყეტილებით ლიონელ მესი გუნდს ვალენსიაში არ გაჰყვა. შემდეგ მატჩს ბარსელონა სახლში, რეალ სოსიედადის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მატჩის მიმოხილვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები