Thumbnail
  • Bleacher Report-ის შეთავაზება NBA-ს 30-ვე კლუბს
  • გოგა ბითაძეს კრისტიან ვუდის კონკურენციაში მეტი სათამაშო დრო ექნებოდა

 
NBA-ს რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ B/R (Bleacher Report) კლუბებს თითო ტრეიდს "სთავაზობს", რომლებიც პრესტიჟული სპორტული საიტის აზრით, თითოეულ მათგანს წაადგება გასაძლიერებლად.

B/R ჰიუსტონ როკიტსა და ინდიანა პეისერსს ასეთ გაცვლას სთავაზობს: ჰიუსტონი მიიღებს ცენტრ გოგა ბითაძეს და მსროლელ ჯერემი ლემბს. სანაცვლოდ, ინდიანა მიიღებს მცველ/ფორვარდ ერიკ გორდონს. 

"იმისთვის, რომ ჰიუსტონი ხელახლა "აშენდეს", უნდა მოიცილოს თავიდან ერიკ გორდონის კონტრაქტის სიმძიმე. 32 წლის ვარსკვლავი მომავალ სეზონში $18.2 მილიონს მიიღებს, შემდეგ კი - $19.6 მილიონს. მისი კონტრაქტი 2023/24 წლებისთვის (20 მილიონზე მეტი) გარანტირებული არ არის. 

ლემბი გუნდში თითქმის დასრულებული კონტრაქტით მივა, თან ის 3 წლით უმცროსია გორდონზე. მუხლის მძიმე ტრავმის მორჩენის შემდეგ ის კარგად დაბრუნდა, საშუალოდ 10.1 ქულას ჰმატებდა ინდიანას და თან სამქულიანს 40.6%-იანი სიზუსტით ესროდა. ბითაძე 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად არჩეული მოთამაშეა. ის მხოლოდ 21 წლის არის და კარგ ტანდემს შექმნის გუნდში ცენტრ კრისტიან ვუდთან. 

პეისერსი ამ ტრეიდით მომენტალურად უკეთესი გახდება, რადგან გორდონი საშუალოდ 17.8 ქულას აგდებს. თან, ის ინდიანელია, ინდიანა ჰუსიერსში უთამაშია და პეისერსში შესანიშნავი მე-6 მოთამაშე იქნება".

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძეს ინდიანასთან 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ორი სეზონი უკვე გავიდა, მესამე გარანტირებულია, მეოთხის ბედი კი კლუბმა ახალი სეზონის წინ უნდა გადაწყვიტოს.  

კომენტარები

ბოლო ამბები