Thumbnail

ვენგერი გამარჯვებული წავიდა, ფრანგის ბოლო მატჩი არსენალში!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჰადერსფილდი 0:1 არსენალი
  • ლეგენდარული მწვრთნელის ბოლო მატჩი
  • 22 წელი და 1235 მატჩი არსენალში...

პრემიერლიგის, 2017-18 წლების სეზონის ბოლო შეხვედრა, ლონდონის არსენალმა გასვლაზე, ჰადერსფილდთან ითამაშა და ლონდონელებმა მატჩი მინიმალური სხვაობით - 0:1 მოიგეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 38' წუთზე ობამეიანგმა გაიტანა.

ეს მატჩი არსენ ვენგერის ლეგენდარულ ლონდონურ კარიერაში ბოლო აღმოჩნდა, ფრანგმა არსენალში 22 წელი დაჰყო და დღეს ჰადერსფილდში ჩრდილო ლონდონური დიდი ამბავი მოგებით დაასრულა.

► ვინ გაწვრთნის არსენალს? კანდიდატები ცნობილია!

არსენ ვენგერი
"ჩვენი (არსენალის) ალბათ ყველაზე დიდი მწვრთნელი - ჰერბერტ ჩეპმენი აქედან, ჰადერსფილდიდან იყო და სიმბოლურია, რომ აქ ჩამოვედი და ჩემი ბოლო მატჩი აქ ჩავატარე."

1235 მატჩი, 716 მოგება, 2,298 გოლი, 1 არსენ ვენგერი - ესე დაემშვიდობა კლუბი ლეგენდარულ ფრანგს. ვენგერმა არსენალი 1996 წელს ჩაიბარა და მასშემდეგ გუნდთან ერთად 3 პრემიერლიგა და 7 ასოციაციის თასი მოიგო, ასევე ითამაშა ჩემპიონთა ლიგის და უეფას თასის ფინალები.

► ყველა ისტორიას ჰყავს უცნობი გმირი - ასეთი კაცია დევიდ დინი ვენგერის კარიერაში

არსენ ვენგერისთვის მიმდინარე სეზონი ურთულესი გამოდგა, კლუბმა ბევრი ანტი-რეკორდი გაიმეორა, პრემიერლიგა მეექვსე ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგიდან ნახევარფინალში მადრიდის ატლეტიკოსთან გამოვარდა.

კომენტარები

ბოლო ამბები