Thumbnail

ლოკომოტივი 8 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონია - თბილისელებმა აია დაამარცხეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აია 10:29 ლოკომოტივი
  • თბილისურმა კლუბმა აიას რევანში აუღო
  • ბექა წიკლაურის ბენეფისი დიდი 10-ის ფინალში

დიდი 10-ის 2018 წლის სეზონის გამარჯვებული თბილისის ლოკომოტივი გახდა, რომელმაც ფინალში ქუთაისის აიას 29:10 მოუგო. შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს - დავით ლოსაბერიძემ მე-13 წუთზე ჯარიმა გაიტანა. ლოკომოტივმა პირველი ნახევრის ბოლო უპირატესობა მოიპოვა. ბექა წიკლაურმა ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო გიორგი შკინინის ლელო ისევ წიკლაურმა გარდასახა.

გიორგი შკინინმა ფინალურ შეხვედრაში სეზონის 23-ე ლელო დადო.

#ლოკომოტივი საქართველოს ჩემპიონია 🏆 დიდი 10-ის დიდ ფინალში თბილისის ლოკომოტივმა 29-10 დაამარცხა ქუთაისის აია და...

Posted by დიდი 10 • Didi 10 on კვირა, 13 მაისი, 2018

მეორე ტაიმში წიკლაურმა ორი ჯარიმა და ერთი არეკნი გაიტანა. დარჩენილ დროში გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს, რითიც ლოკომოტივმა პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და 8-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი გახდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ბორჯღალოსანი, ბექა წიკლაური დასახელდა.

ბექა წიკლაური: მადლობა ყველას მოლოცვისთვის. არეკნის დარტყმა მწვრთნელის გადაწყვეტილება არ ყოფილა. ვცდილობდი, რომ საკუთარ თავისთვის მეჯობნა. საქართველოს დამსახურებული ჩემპიონი ჰყავს - თბილისის ლოკომოტივი.

კომენტარები

ბოლო ამბები