Thumbnail

1. სუმო | ტოჩინოშინმა მოგებით დაიწყო!

ტოკიოში სტარტი აიღო წლის მესამე სუპერტურნირმა, ნაცუ (ზაფხულის) ბაშომ. ეს ბაშო გადამწყვეტია 30 წლის ლევან გორგაძისთვის (ტოჩინოშინი), რომელიც წარმატებული ტურნირის შემთხვევაში ოძეკის (ჩემპიონი) რანგს მიიღებს. პირველ დღეს ქართველი სეკივაკეს მეტოქე მე-2 მაეგაშირა შოჰოზანი იყო. ქართველმა იაპონელს იორიკირის ილეთით მოუგო და ბაშო გამარჯვებით გახსნა. ვრცლად

ტოჩინოშინმა იაპონელს იორიკირის ილეთით მოუგო

2. მუნდიალი 2018 | ბრაზილიას დანი ალვეში დააკლდება

პარი სენ-ჟერმენისა და ბრაზილიის ნაკრების მცველი დანი ალვეში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფეხბურთელს მუხლის ჯვარედინ მყესებზე ოპერაცია სჭირდება. ვრცლად

დანი ალვეში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

3. ნეიმარი | პსჟ-ს ბოსმა ბრაზილიელზე ისაუბრა

ნეიმარის რეალში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა არ წყდება. შესაძლო მეგა-ტრანსფერზე პსჟ-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმაც ისაუბრა: “2000 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ნეიმარი პსჟ-ში დარჩება!” - უთხრა მან საინფორმაციო სააგენტო AFP-ს. ვრცლად

ნასერ ალ-ხელაიფი და ნეიმარი

4. ლეგიონერი | საბა ლობჟანიძის მნიშვნელოვანი დუბლი

საბა ლობჟანიძის რანდერსი დანიის სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. რელეგაციის პირველი რაუნდის საპასუხო შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ჰელსინგორი 2:1 დაამარცხა. ორივე გოლი ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა. ვრცლად

საბა ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა

5. ფორმულა 1 | ფეტელმა ვერ გათვალა, ჰემილტონმა მოიგო!

ფორმულა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა ესპანეთის გრანპრი მოიგო და საერთო ჩათვლაში ლიდერობა განიმტკიცა. მერსედესის ბრიტანელი პილოტი სებასტიან ფეტელს (ფერარი), რომელმაც მე-4 ადგილი დაიკავა, ახლა უკვე 17 ქულით უსწრებს. ვრცლად

ესპანეთის გრანპრი ლუის ჰემილტონმა მოიგო

 

კომენტარები

ბოლო ამბები