Thumbnail

ზარი ტაშკენტის მერისგან - შოთა არველაძეს ფახთაქორში დაბრუნებას სთავაზობენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 48 წლის სპეციალისტი უზბეკეთიდან წამოსვლის შემდეგ დაუსაქმებელია
  • ტაშკენტის ფახთაქორში შოთა არველაძის დაბრუნებაზე ისევ ფიქრობენ 

შოთა არველაძეს, რომელიც ტაშკენტის ფახთაქორიდან წამოსვლის შემდეგ დაუსაქმებელია,  უზბეკეთში დაბრუნებას სთავაზობენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, 48 წლის ქართველ სპეციალისტს პირადად დაურეკა ტაშკენტის მერმა და ფახთაქორში დაბრუნება შესთავაზა.

"ტაშკენტის მერმა ჯახონგირ ორტიხოჯაევმა პირადად დაურეკა არველაძეს, რათა ის ფახთაქორში დაბრუნდეს და მათ ამის შესახებ ისაუბრეს. ამის შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯაფარ ირისმეტოვმა გვაცნობა. მაგრამ შოთამ, გარკვეულ მიზეზთა გამო, თავის ყოფილ გუნდში დაბრუნების წინადადება არ მიიღო", - წერს Sports.uz.

შოთამ უზბეკეთში ყველა ჯილდო მოიგო

შოთა არველაძე, რომელიც მანამდე თურქულ გუნდებს: ქაისერისპორს, ქასიმპაშასა და ტრაბზონსპორს, ასევე თელ ავივის მაქაბის წვრთნიდა, ტაშკენტის ფახთაქორში 2017 წელს მივიდა და გუნდს 2020 წლის ბოლომდე თავკაცობდა. უზბეკურ კლუბში მასთან ერთად არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავაც მუშაობდნენ.

შოთამ ფახთაქორს ჯამში 5 ტიტული მოაპოვებინა - 2019 წელს უზბეკეთის ჩემპიონობა, თასი და ლიგის თასი, ხოლო 2020 წელს - უზბეკეთის ჩემპიონობა და თასი. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ არველაძე უზბეკურ კლუბს დაემშვიდობა, მისი ადგილი კი მისმა თანაშემწემ, ნიდერლანდელმა პიეტერ ჰუისტრამ დაიკავა.

ფახთაქორში ქართველების მუშაობის პერიოდი წარმატებული იყო

კომენტარები

ბოლო ამბები