Thumbnail

მე-7 ევროპის ჩემპიონატზე - სალუქვაძე ფინალში მე-2 ადგილით შევიდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ოსიეკში ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს
  • ნინო სალუქვაძის წარმატებული გამოსვლა 10 მეტრ დისტანციაზე

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს ტყვიის სროლაში. 10 მეტრ დისტანციაზე სროლაში საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავა ნინო სალუქვაძემ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი 135.6 ქულით დაასრულა. ევროპის ჩემპიონი გერმანელი კარინა ვიმნერი გახდა - 220.7 ქულით. 

აღსანიშნავია, რომ ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი საკვალიფიკაციო რაუნდის შემდეგ მე-2 პოზიციაზე იყო (578 ქულა) და ამ პოზიციით შევიდა ფინალურ რვაში. ამავე დისციპლინაში ლიზი კილაძე 38-ე პოზიციაზე გავიდა, ხოლო ნინო ხუციბერიზე - 62-ეზე. სულ 10 მეტრ დისტანციაზე პისტოლეტით სროლაში 70 ქალი მონაწილეობდა. ორივე ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები