Thumbnail
  • ცსკა 85:71 ზენიტი
  • ქართველმა კალათბურთელმა 28:35 წუთი ითამაშა

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ სანკტ-პეტერბურგის ზენიტს 85:71 სძლია, VTB ლიგის ნახევარფინალში 3:1 მოუგო და ფინალში თამაშის უფლება ზედიზედ მეთორმეტედ მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 28:35 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შენგელიამ 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ტურნირის ფინალში ცსკა-ს მეტოქე ყაზანის უნიკსი იქნება, რომელმაც მე-2 ნახევარფინალში ყუბანის ლოკომოტივს კიდევ უფრო იოლად – 3:0 მოუგო. გადამწყვეტი დაპირისპირება ივნისში შედგება (მოედნის უპირატესობა უნიკსს ექნება), მანამდე კი, 28-30 მაისს, რუსულ გრანდს ევროლიგის "ოთხთა ფინალი" ელის. შენგელია და მისი გუნდი, 28 მაისს თურქულ ანადოლუ ეფესს ეთამაშებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები