Thumbnail
  • მარიამ ბოლქვაძე 6:4, 6:3 კატერინა ბონდარენკო
  • ბოლქვაძის მომდევნო მეტოქე ვერა ზვონარევა იქნება

მარიამ ბოლქვაძემ (WTA-ს რეიტინგში 220-ე) როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში უკრაინელ კატერინა ბონდარენკოს (225) ორ სეტში, 6;4, 6:3 სძლია და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუსი ვერა ზვონარევა იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 96-ე ჩოგანია.

ბოლქვაძემ პირველ სეტში საკუთარი მოწოდება 2-ჯერ დათმო, თუმცა მეტოქის მოწოდებაზე სამჯერ გაიმარჯვა და პირველი სეტი 6:4 მოიგო, ხოლო მეორე სეტში მარიამმა მეტოქის ორი მოწოდება აიღო და სეტი 6:3 დაასრულა.

მარიამის მომდევნო მეტოქემ რუსმა ვერა ზვონარევამ ბრიტანელ ფრანსესკა ჯონსს ორ სეტში, 6:2, 6:1 სძლია. ბოლქვაძისა და ზვონარევას შეხვედრა 26 მაისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები