Thumbnail
  • ლუის ჰემილტონმა ესპანეთის გრანპრი იოლად მოიგო
  • სებასტიან ფეტელმა სწორად ვერ გათვალა და პოდიუმიც დაკარგა

ფორმულა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა ესპანეთის გრანპრი მოიგო და საერთო ჩათვლაში ლიდერობა განიმტკიცა. მერსედესის ბრიტანელი პილოტი სებასტიან ფეტელს (ფერარი), რომელმაც მე-4 ადგილი დაიკავა, ახლა უკვე 17 ქულით უსწრებს.

ჰემილტონს პოული მოგებული ჰქონდა და პირველი სასტარტო ადგილიდან რბოლა გამარჯვებამდე უპრობლემოდ მიიყვანა. ეს ამ სეზონში მისი მეორე, კარიერაში კი 64-ე გამარჯვებაა. მეორე ადგილი მერსედესის მეორე პილოტმა, ვალტერი ბოტასმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი რედ ბულის ჰოლანდიელი მესაჭე მაქს ფერსტაპენი გავიდა.

“შესანიშნავი განცდაა, როცა ძალიან კარგ ფორმაში ხარ და ბოლიდიც იდეალურადაა მომზადებული. ფერარის წნეხის ქვეშ ვაქცევთ,” - განაცხადა რბოლის შემდეგ ჰემილტონმა.

ლუის ჰემილტონმა კარიერაში 64-ე რბოლა მოიგო

ფეტელი სტარტზე მესამე იყო და პოდიუმზე ასვლა რომ ვერ შეძლო, ეს მხოლოდ საკუთარ თავს და ტაქტიკას უნდა დააბრალოს. გერმანელმა ვირტუალური Safety-Car-ის ფაზაში პიტსტოპზე მეორედ შესვლა და საბურავების გამოცვლა გადაწყვიტა, რითაც რისკზე წავიდა და ამ რისკმა არ გაამართლა. ამის გამო ფეტელი მე-4 ადგილამდე ჩამოქვეითდა და საბოლოოდ, საუკეთესო სამეულში შესვლა ვეღარ მოახერხა. მიუხედავად ახალი საბურავებისა, რბოლის ბოლო მესამედში მან დაკარგული პოზიციები ვერ დაიბრუნა. აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც შარშან, კიმი რაიკონენმა ესპანეთის გრანპრის რბოლაში ფინიშამდე წელსაც ვერ მიაღწია.

საერთო ჩათვლა

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) - 95

2. სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) - 78

3. ვალტერი ბოტასი (მერსედესი, ფინეთი) - 58

4. კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) - 48

5. დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) - 47

6. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული, ჰოლანდია) - 33

7. ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, ესპანეთი) - 32

8. ნიკო ჰიულკენბერგი (რენო, გერმანია) - 22

9. კევინ მაგნუსენი (ჰაასი, დანია) - 19

10. კარლოს საინსი (რენო, ესპანეთი) - 19

11. სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) - 17

12. პიერ გასლი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 12

13. შარლ ლეკლერი (ალფა რომეო ზაუბერი, მონაკო) - 9

14. სტოფელ ვანდორდნი (მაკლარენი, ბელგია) - 8

15. ლენს სტროლი (უილიამსი, კანადა) - 4

16. მარკუს ერიქსონი (ალფა რომეო ზაუბერი, შვედეთი) - 2

17. ესტებან ოკონი (ფორს ინდია, საფრანგეთი) - 1

18. ბრენდონ ჰარტლი (ტორო როსო, ახალი ზელანდია) - 1

19. რომენ გროსჟანი (ჰაასი, საფრანგეთი) - 0

20. სერგეი სიროტკინი (უილიამსი, რუსეთი) - 0

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 153

2. ფერარი - 126

3. რედ ბული - 80

4. რენო - 41

5. მაკლარენი - 40

6. ჰაასი - 19

7. ფორს ინდია - 18

8. ტორო როსო - 13

9. ალფა რომეო ზაუბერი - 11

10. უილიამსი - 4

კომენტარები

ბოლო ამბები